Thumbnail

ბრენდან როჯერსის კონტრაქტი - ლესტერის მწვრთნელს არსენალში ელოდებიან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კონტრაქტის თანახმად, როჯერსს წასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია
  • ლონდონის არსენალისთვის ის კარგი კანდიდატია
  • ლესტერი იმდენად კარგად თამაშობს, რომ როჯერსის წასვლის შანსი მცირეა

პრემიერლიგური სეზონის მთავარი აღმოჩენა ბრენდან როჯერსის ლესტერ სიტია. ლესტერმა კვირას ევერტონთან გამარჯვების შემდეგ მეორე ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა და მხოლოდ ლივერპულს ჩამორჩება.

როჯერსმა თამაშის შემდეგ პრესპკონფერენციაზე არ დამალა, რომ მას კონტრაქტში აქვს ისეთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ლესტერიდან წასვლა ყოველთვის შეუძლია, თუ დაინტერესებული კლუბი მასში 14 მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის.

როჯერსის კონტრაქტი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც არსენალმა უნაი ემერი გაუშვა, მისი დროებითი შემცვლელის, ფრედი ლიუნგბერგის დებიუტი კი მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა.

როჯერსი არსენალისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან თავის გუნდებს შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს მაშინაც კი, როცა მათ მცირე ბიუჯეტი აქვთ. მის ლივერპულს ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე.

როჯერსის კონტრაქტის მიუხედავად, ძალიან ცოტაა იმის ალბათობა, რომ მან ამ სეზონში არსენალში წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ლესტერი ძალიან კარგად თამაშობს და დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგაშიც მოხვდეს - ეს როჯერსისთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება. არსენალში კი მას კრიზისული გუნდი ელოდება, რომელიც ცხრილის შუაშია და ამ სეზონშივე შედეგების მნიშვნელოვნად გამოსწორების დიდი იმედი არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები