Thumbnail
  • კლიპერსი 150:125 ვაშინგტონი
  • ლეონარდი და ჯორჯი 30 ქულას გადაცდნენ

სეზონის მთავარ ფავორიტად მიჩნეული ლოს ანჯელეს კლიპერსი, ტრავმირებული პოლ ჯორჯის დაბრუნების შემდეგ, თავის სტატუსს სრულად ამართლებს.

კლიპერსი აუტსაიდერ ვაშინგტონს მასპინძლობდა და 150 ქულა ჩაუგდო. კავაი ლეონარდმა სულ რაღაც 26 წუთში 34 ქულა ჩააგდო, პოლ ჯორჯმა კი 30 წუთში 31 ქულა მიითვალა. 20 ქულას აცდნენ კლიპერსის სხვა ლიდერებიც - ლუ უილიამსი და მონტრეზ ჰარელი.

კლიპერსს ფენომენალური სტატისტიკა ჰქონდა - ზუსტი სროლების 55 პროცენტი, მათ შორის პერიმეტრიდან ჩაგდებული 14 სამქულიანი და 40 ნასროლი ჯარიმა.

სტუმრების ლიდერმა ბრედლი ბილმა მხოლოდ 23 ქულა ჩააგდო. ვაშინგტონმა დაცვას რამე უნდა მოახერხოს - დასავლეთ კონფერენციაში ჩატარებულ ბოლო სამ გასვლაზე მათ ჯამური 407 ქულა მიიღეს თავის კალათში.

კომენტარები

ბოლო ამბები