Thumbnail

£70 მილიონი + ხამესი! იანვარში რეალი ობამეიანგის დამატებას ეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ობამეიანგის გადაბირიება ზინედინ ზიდანს სურს
  • £70 მილიონი + ხამეს როდრიგესი - ასეთია რეალის წინადადება

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, მადრიდის რეალი არსენალისთვის წინადადებას ამზადებს - £70 მილიონი ფუნტი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის - პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ.

£70 მილიონთან ერთად, მადრიდელები ტრანსფერში ასევე კოლუმბიელ ნახევარმცველს - ხამეს როდრიგესს ჩართავენ. თუმცა ბევრი თვლის, რომ ხამესი ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმების ნაწილია.

გაბონელ ფორვარდს, დორტმუნდიდან არსენალში გადმოსვლის შემდეგ, კლუბის მაისურით 83 მატჩში, 53 გოლი აქვს გატანილი და ლონდონელთა შემტევი ხაზის ლიდერია! წელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში ობამეიანგმა 10 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები