Thumbnail
  • იუვენტუსი 2:2 სასუოლო
  • გოლები: 1:0 ბონუჩი (20), 1:1 ბოგა (23), 1:2 კაპუტო (47), 2:2 რონალდო (68-პენ)
  • ჯიჯი ბუფონმა შეცდომა დაუშვა, რონალდომ ბოლო 1 თვეში პირველად გაიტანა

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩში იუვენტუსმა სასუოლოსთან მოულოდნელი ფრე (2:2) ითამაშა და ორი ქულასთან ერთად, ლიდერობაც დაკარგა, რადგან მილანის ინტერმა სპალ-ს 2:1 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა იუვეს ცხრილში 1 ქულით გაასწრო.

ტურინული გრანდიდან გოლები ლეონარდო ბონუჩიმ და კრიშტიანო რონალდომ (პენალტით) გაიტანეს. პორტუგალიური სუპერვარსკვლავისთვის ეს ბოლო ერთ თვეში პირველი გოლია - კრიშტიანოს ბოლო გოლი 30 დეკემბერს, ჯენოასთან ჰქონდა გატანილი. საინტერესოა, რომ რონალდომ მაშინაც პენალტით გაიტანა.

კრიშტიანო რონალდომ პენალტი გაიტანა

“ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ის, რაც ვითამაშეთ, 3 ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა, მეტოქემ ანგარიში ჩვენი შეცდომის შემდეგ გაათანაბრა. თუმცა, ამ შეხვედრის მოგება ბოლოს მაინც შეგვეძლო,” - განაცხადა იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მატჩის შემდეგ. 

მატჩის 79-ე წუთზე სარიმ გონსალო იგუაინი შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში აარონ რემზი ჩართო. ტურინელთა დამრიგებელმა ეს ცვლილება ასე განმარტა: “სანამ მეტოქე მთელი გუნდით უკან დაიხევდა, იგუაინთან ერთად მეტი შანსი გვქონდა, მერე კი ნახევარდაცვაში მეტი სოლიდურობა გვჭირდებოდა. ამიტომ გამოვიყვანე რემზი.”

ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ შესანიშნავი გოლით გახსნა

“ამ მატჩამდე ჩვენ ორი ურთულესი შეხვედრა გვქონდა და ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ ყოველთვის რთულია, - დასძინა სარიმ და კრიშტიანო რონალდოზეც ისაუბრა, - რონალდოს პროგრესი აქვს და იმედი მაქვს, მალე შევა საუკეთესო ფორმაში.

იუვეს კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა - ლეგენდარულმა ვეტერანმა სასუოლოს მეორე გოლის დროს შეცდომა დაუშვა. “დიახ, ეს ჯიჯის შეცდომა აშკარა იყო,” - თქვა სარიმ.

სერია A-ს მომდევნო ტურში იუვენტუსი 7 დეკემბერს რომის ლაციოს ესტუმრება.

იუვენტუსი 2:2 სასუოლო

გოლები: 1:0 ბონუჩი (20), 1:1 ბოგა (23), 1:2 კაპუტო (47), 2:2 რონალდო (68-პენ) 

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი (53. მატუიდი), პიანიჩი, ბენტანკური - ბერნარდესკი (53. დიბალა) - იგუაინი (79. რემზი), რონალდო.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები