Thumbnail
  • ლოკომოტივი 2:1 დინამო ბთ. | 1:0 სიხარულიძე (52), 1:1 ტეიდი (90), 2:1 სიხარულიძე (95-პენ.)
  • დინამო თბ. 2:0 ვიტ ჯორჯია | 1:0 კუტალია (36), 2:0 დაფე (87) 

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დასრულდა, მთავარ კითხვას კი დასკვნით, 36-ე ტურში გაეცა პასუხი: დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია! ისტორიაში პირველი ჩემპიონობის შანსი ჰქონდა დინამო ბათუმს, მაგრამ აჭარული გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა ესეც დიდი მიღწევაა, რადგან დინამო ბათუმი ამ სეზონში გადავიდა უმაღლეს ლიგაში.

ბათუმელებს ჩემპიონობისთვის ლოკომოტივის დამარცხება სჭირდებოდათ, დინამო თბილისს კი ვიტ ჯორჯიასთან ქულები უნდა დაეკარგა. თამაშები სხვა სცენარით წარიმართა და შედეგად, დინამო თბილისმა მეჩვიდმეტედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი გუნდის სტატუსი.

📋 მეტი ამ თემაზე:

დინამო ბათუმმა ბოლო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართა და 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში, ლოკომოტივს ჰქონდა გატანის ყველაზე რეალური შანსი, როდესაც დავით სამურკასოვის დარტყმის შემდეგ, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

სამურკასოვის მომენტი

მეორე ტაიმის სტარტზე დავით სამურკასოვს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად სტუმართა მეკარემ, მიხეილ ალავიძემ ითამაშა კარგად და რთული ბურთი აიღო. თამაში თანაბარი იყო, თუმცა საგოლე მომენტებს ლოკომოტოვი ქმნიდა.

სამურკასოვის მეორე მომენტი

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში დინამო თბილისი უკვე იგებდა, რაც როგორც ჩანს, ბათუმელთა განწყობაზე მაინც აისახა. სულ მალე, ლოკომოტივმა ანგარიში გახსნა. 52-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა შესანიშნავი კომბინაციოა გაითამაშეს, ზუსტი დარტყმით კი ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა.

1:0 სიხარულიძე (52)

ბათუმელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა და შეუტიეს. ორჯერ შეეძლო გატანა ჯაბა ჯიღაურს: ჯერ რთული პოზიციიდან სახიფათოდ დაარტყა, მეორეჯერ კი თავური დარტყმით შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. ორივე შემთხვევაში, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

ჯიღაურის მომენტი

კიდევ ერთი სახიფათო მომენტი დინამო ბათუმმა 67-ე წუთზე შექმნა, როდესაც ფლამარიონ ჯოვინომ გაუშვა ხელიდან გატანის შანსი. სტუმართა იერიში მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, დაბალი გადაცემის შემდეგ კი ბრაზილიელმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

ჯოვინოს მომენტი 

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა. ბათუმელებმა სტადარტული გამოიყენეს. გიული მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ, ბენჟამინ ტეიდიმ ყველას აჯობა და თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.  

1:1 ტეიდი (90)

მეხუთე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლოკომოტივმა კიდევ ერთხელ შეუტია და თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა, დუბლი შეასრულა და ლოკომოტივს სამი ქულა მოუტანა. ამით, საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

2:1 სიხარულიძე (95-პენ)

ლოკომოტივი 2:1 დინამო ბთ.

გოლები: 1:0 სიხარულიძე (52), 1:1 ტეიდი (90), 2:1 სიხარულიძე (90-პენ.).

ლოკომოტივი (4-2-3-1): ბულისკერია - გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე - დარცმელია, შონია - კირკიტაძე (72. კირკიტაძე), სამურკასოვი (56. გვალია), კიკაბიძე (66. ინჯგია) - სიხარულიძე.

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (68. ჩალაძე) - მანჯგალაძე, ტეიდი - ჯიღაური, რამოსი (68. გაფრინდაშვილი), ჯანელიძე (46. თევდორაძე) - ჯოვინო.

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

📸 | ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები