Thumbnail

გოლოვინას მიზნამდე ცოტა დააკლდა – მე-11 შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუბა გოლოვინამ 8 საუკეთესოს შორის გასვლა ვერ მოახერხა
  • ოლიმპიადის საგზურები მხოლოდ ფინალისტებმა მიიღეს

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ლუბა გოლოვინა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მე-11 შედეგი დააფიქსირა და მომავალი ოლიმპიადის საგზურის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობდა, ლუბამ კი საკვალიფიკაციო ეტაპზე 79 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მიიღო.

ფინალში 8 საუკეთესო სპორტსმენი გადიოდა და მათ შორის მოხვედრის შემთხვევაში, გოლოვინა ოლიმპიური თამაშების საგზურსაც ავტომატურად მიიღებდა, თუმცა, ამჯერად, მიზანს ვერ მიაღწია და ლიცენზიის აღება სამომავლო შეჯიბრებებისთვის გადადო.

გოლოვინამ ნახევარფინალში 53.675 ქულა მიიღო და ფინალში მე-8 პოზიციით გასულ სამანტა სმიტს (კანადა) 0.515 ქულით ჩამორჩა.

სათქმელია ისიც, რომ ევროპელთაგან ქართველ გოგონას მხოლოდ ორმა ბრიტანელმა, ფრანგმა და რუსმა სპორტსმენებმა გაუსწრეს.

ვთქვათ ისიც, რომ უშუალოდ ფინალში საუკეთესო შედეგი იაპონელმა ჰიკარუ მორიმ (55.860) აჩვენა, ვერცხლის მედალი მისივე თანამემამულე ჩისატო დოიჰატამ (55.225) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი კანადელ როსანა მაკლენანს (54.820) ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები