Thumbnail

სიახლე ბათუმიდან - სტადიონზე ბალახის საფარის დაგება დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, რომლის მშენებლობასაც ქართველი ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება, ბალახის საფარის დაგება დაიწყო. შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში სტადიონის გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ სტადიონზე ინდივიდიალური სკამების მონტაჟიც დაიწყეს, ამდენად, ერთობლიობაში, ძალიან ლამაზ სურათს ვიღებთ.

სტადიონზე უკვე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი, ამდენად, შეგვიძლი ვთქვათ, რომ მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადადის.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, არსებული ტემპიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს გაცილებით ადრე, გაზაფხულზევე მოხდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები