Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 119:116 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძემ 5:21 წამში ორი მოხსნა გააკეთა
  • პეისერსი ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა

გოგა ბითაძის ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციის ტოპ-მატჩში ფილადელფია სიქსერსს ესტუმრა და 116:119 დამარცხდა. ამ წაგებით პეისერსის 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. 20 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი და 21 წამი გაატარა. ამ დროში მან ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო (ორივე დაცვაში). გოგას ერთადერთი სროლა ჰქონდა - მან 3-ქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მას ერთი ფოლიც ჰქონდა და ჯამში, +/- კოეფიციენტი -1 გამოუვიდა.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მომენტები ფილადელფიასთან

ჯოელ ემბიიდისა და გოგა ბითაძის ორთაბრძოლა

ფილას გამარჯვება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯოელ ემბიიდის დამსახურებაა, რომელმაც 32 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. თუმცა გმირი უფრო ბენ სიმონსი გახლდათ, რომელმაც მატჩის ბოლო 14 წამში 3 ჩაჭრა გააკეთა და ინდიანას თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

“ძალიან მიყვარს, როცა ჩაჭრას ვაკეთებ და მეტოქეს ბურთს ვაკარგვინებ. ამით ძალიან ვამაყობ. ეს გამარჯვება ახალ ენერგიას შეგვმატებს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სიმონსმა, რომელმაც 15 ქულა, 13 პასი და ჯამში 4 ჩაჭრა დააგროვა. პეისერსიდან საუკეთესოები უორენი (29 ქულა) და ბროგდონი (28) იყვნენ.  

ინდიანა მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, მემფისთან სტუმრად გამართავს. ფილადელფია იმავე დღეს იუტა ჯაზს უმასპინძლებს.

📺 ვიდეო: ფილადელფია 119:116 ინდიანა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები