Thumbnail

აიაქსის 12-წლამდე გუნდმა მეტოქეს 50 გოლი გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აიაქსის 12-წლამდე გუნდმა მაასტრიხტს 50:1 მოუგო
  • 12-წლამდე ფეხბურთელებმა რეკორდი დაამყარეს

ეს ამბავი ნამდვილად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში დაუჯერებელად გეჩვენებათ, აიაქსის 12-წლამდე გუნდმა რეკორდი დაამყარა და მეტოქეს 50 გოლი გაუტანა. 12-წლამდელებმა მაასტრიხტთან შეხვედრა 50:1 მოიგეს.

აიაქსის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ეს აიაქსის ახალგაზრდულ გუნდებს შორის დამყარებული რეკორდია. ამდენი გოლი ერთ მატჩში აიაქსის არცერთ ასაკობრივ გუნდს არ გაუტანია.

კომენტარები

ბოლო ამბები