Thumbnail

ფუტსალის ლიგა: აგორა ლიდერობას ინარჩუნებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • აგორა 6:0 აფხაზეთი
  • თბილისი 6:5 მართვე
  • თელასი 2:2 ბსუ
  • ტატიშვილი 4:0 კოლხი

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. 

სატურნირო ცხრილის ლიდერი აგორა აუტსაიდერ აფხაზეთს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა მეტოქე. შესაბამისად, აგორა სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა.

დაძაბული გამოდგა თბილისის და ქუთაისის მართვეს დაპირისპირება. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დედაქალაქელები 4 ბურთით ამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ; 6:5 თბილისის სასარგებლოდ.  

მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბათუმელებმა ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

 

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ. თამაშის მსვლელობისას მაღალი იყო ემოციური ფონი, რის გამოც ხშირი იყო პაუზები და შედეგად, პირველი ტაიმი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯს ვითარების გასაკონტროლებლად ხშირად უწევდა მოთამაშეთა გაფრთხოლება.

პირველ ტაიმში ტატიშვილმა ორი გოლი გაიტანა და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში კოლხიმ სცადა თამაშის გადარჩენა, თუმცა მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 0:4 დამარცხდა.

სატურნირო ცხრილს 22 ქულით აგორა ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვს ტატიშვილს და მეორე ადგილზეა, თელასი კი 19 ქულით მესამე პოზიციას იკავებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები