Thumbnail
  • ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) კგ ფინალები წააგეს
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო

29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო გალა-ტურნირი დაიწყო. მოსკოვის გრანპრიმ არასტანდარტული ფორმატით იმართება. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ფინალში გასულები მსოფლიოს ნაკრების ღირსებას დაიცავდნენ და რუსეთის ნაკრებს შეხვდებოდნენ.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა (65კგ) ბრინჯაოს მედლისთვს ბრძოლა გვინეის წარმომადგენელ კუმბა მბუნდეს 5:2 მოუგო. ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ფინალები დათმეს.

კენჭაძემ ფინალში ტიმურ ბიჟოევთან 1:2 წააგო, ხოლო ოდიკაძემ ბილიალ მახოვთან ბრძოლა 0:2 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ნაკრებს 11:1 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები