Thumbnail
  • აეკ ლარნაკა 1:2 ფამაგუსტას ანორთოსისი
  • ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველად გაიტანა
  • ანორთოსისი კვიპროსში ერთპიროვნული ლიდერია

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში აეკ ლარნაკას სტუმრად 2:1 მოუგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ჰყავდა: მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი.

ორივე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. ოქრიაშვილმა 53-ე წუთზე საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და კვიპროსის ჩემპიონატში პირველად გამოიჩინა თავი. ანორთოსისი ჩემპიონატს 24 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში აელს უმასპინძლებს.

თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი აეკის კარში

თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი აეკის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები