Thumbnail
  • ლივერპული 2:1 ბრაიტონი
  • იურგენ კლოპის კომენტარი მატჩის შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლივერპულმა 2:1 დაამარცხა ბრაიტონი და ჩემპიონატს 40 ქულით ლიდერობს. იურგენ კლოპის გუნდი მანჩესტერ სიტისა და ლესტერ სიტის უკვე 11-11 ქულით უსწრებს, თუმცა ლესტერს თამაში რეზერვში აქვს. 

პირველ ტაიმში ვირჯილ ვან დაიკმა დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე კი ლივერპული მეკარემ დააღალატა, ალისონმა წითელი ბარათი მიიღო. კლოპმა ადრიანი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად შეიყვანა. 79-ე წუთზე დანკმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ბრაიტონმა თამაში ვერ გადაარჩინა. 

ალისონი მეორე ტაიმში გააძევეს

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ბოლოსკენ ნერვიულობა მოგვიწია. ჩვენ საოცარი მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარეც საოცრად თამაშობდა. ბრაიტონი კარგი გუნდია, მათ ხაზებს შორის ფეხბურთელები ჰყავთ გამწესებული. ამიტომაც გაგვიჭირდა. 

ადრიანმა ორი კარგი "სეივი" შემოგვაშველა. ბიჭებმა ყველაფერი მინდორზე დატოვეს. გასაოცარია, როგორ ახერხებენ ისინი ამას. 11 ქულა მდევრებთან? რაც არის, ეს არის. მაგრამ თუ ხვალ ლესტერი მოიგებს, 8 ქულამდე დაიკლებს. სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეებზე ჯერ არ ვფიქრობთ სერიოზულად".

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული): "ბრაიტონი რისკიან ფეხბურთს თამაშობს. ალისონი ჩვენ ჩავაყენეთ მძიმე მდგომარეობაში, მისი წითელი ბარათი ჩვენი ბრალია". 

კომენტარები

ბოლო ამბები