Thumbnail

'ის ყველაფერს აკეთებს' - შენგელია და შერმადინი სეზონის MVP-ობის კანდიდატებში  

  • შენგელია და შერმადინი სეზონის MVP-ის კანდიდატებში ევროთასებზე
  • რას წერს გამოცემა თოკოს თამაშზე ამ სეზონში

eurohoops.net-მა ევროთასების სეზონის პირველი მესამედი შეაჯამა და, როგორც ევროლიგაზე, ისე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის MVP-ის პრიზის მთავარი კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ორივე სიაში თითო ქართველი კალათბურთელია.

საკალათბურთო გამოცემა კანდიდატებს რამდენიმე კატეგორიის მიხედვით აფასებს: კალათბურთელის სტატისტიკა, მისი როლი გუნდში, გუნდის თამაში, ლიდერობის უნარი.

ევროლიგაში MVP-ის პრიზის 7 კანდიდატია, რომელთა შორის ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელიაცაა. შენგელია სიაში მეხუთე ნომრადაა.

თორნიკე შენგელია ევროლიგაზე საშუალოდ 19.5 ქულას; 6.5 მოხსნას; 2.3 პასს აგროვებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტია 22.8.

"ბასკონია საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ თოკო შენგელია არასდროს ნებდება. ის ყველაფერს აკეთებს, რაც ერთ კალათბურთელს შეუძლია, რომ გუნდი სწორ გზაზე დააბრუნოს. ბასკონიამ შინ მისი წყალობით ზედიზედ ორი რუსული კლუბი დაამარცხა - ცსკა და ზენიტი. 

28 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი იმ სამი კალათბურთელიდან ერთ-ერთია, რომელთაც ათივე მატჩში სულ მცირე 10 ქულა ჩააგდეს. შენგელია საუკეთესოა მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგაში, ის მეორეა ქულებით და მეექვსე - მოხსნებით", - წერს გამოცემა.

შენგელიას შეფასება 10-ბალიანი სისტემით

თამაში: 10
გუნდის თამაში: 7
გუნდში როლი: 10
სტაბილურობა: 10
ლიდერობა: 9
ჯამი: 46

სხვა კანდიდატები არიან: 1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა); 2. სერხიო როდრიგესი (მილანო); 3. ვასილიე მიჩიჩი (ეფესი); 4. ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი); 6. შეინ ლარკინი (ეფესი); 7. მაიკ ჯეიმსი (ცსკა).

eurohoops-ის კარიკატურა - სეზონის საუკეთესო კალათბურთელისთვის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე

eurohoops.net-მა ჩემპიონთა ლიგის სეზონის MVP-ის პრიზის კანდიდატებიც ჩამოწერა, რომელთა შორის იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინია. შერმადინი მე-3 ადგილზეა და მხოლოდ დიშოუნ პიერი (სასარი) და კიტ ლენგფორდი (აეკ) უსწრებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები