Thumbnail

გერმანელებმა ნაპოლის მწვრთნელს მოსაწევი ოთახი გაუკეთეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეაპოლელებმა გერმანელებს უჩვეულო მოთხოვნით მიმართეს.
  • მოსაწევი ოთახი მაურიციო სარისთვის.

ხუთშაბათს, ევროპალიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, ლაიპციგი ნაპოლის უმასპინძლებს. 

თამაშის წინ გერმანელებმა უჩვეულო რამ გააკეთეს - მათ, სპეციალურად ნაპოლის თავკაც მაურიციო სარისთვის, სტუმარი გუნდის გასახდელში ახალი ოთახი გააკეთეს, სადაც 59 წლის სარის შეუძლია, სიგარეტი გააბოლოს.

Smoking Area იტალიელი მწვრთნელისთვის, რომელიც ძალიან ბევრს ეწევა!

მაურიციო სარის მოსაწევი ოთახი 3 კვადრატული მეტრია (სიმაღლე 3,5 მეტრი) და მუყაოთაბაშირის კედლებითაა გამოყოფილი. ცხადია, გერმანელებმა კვამლის SOS-სიგნალიც გათიშეს.

აღსანიშნავია, რომ სარისთვის მოსაწევი ოთახის გაკეთება იტალიელებმა თვითონ მოითხოვეს და გერმანელებს ამისთვის ფულიც გადაუხადეს.

სტუმარი გუნდის გასახდელი ლაიპციგის სტადიონზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები