Thumbnail
  • ალავესი 1:2 რეალი
  • ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის რეალი ვიტორიაში ალავესს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავით დააწინაურა სტუმრები, თუმცა მალევე მანვე საჯარიმოში იუხეშა და ლუკას პერესმა 65-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. გამარჯვება რეალს ისევ მცველმა მოუპოვა - დანი კარვახალმა 69-ე წუთზე გაიტანა.

სერხიო რამოსმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ პენალტი 'აიკიდა'

რეალი 31 ქულით პირველ ადგილზეა და სანამ ბარსელონა ითამაშებს ერთპიროვნული ლიდერია. შეგახსენებთ, რომ კვირას ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად ატლეტიკოს ეთამაშება.

ზინედინ ზიდანი (რეალი მწვრთნელი): "ძალიან რთულ სტადიონზე, სერიოზულად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. პირველი გოლის შემდეგ, ალავესმა შემოგვიტია, ჩვენ კი, რატომღაც, უკან დავიხიეთ. კიდევ კარგი თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია, ბოლომდე ვითამაშეთ.

მილიტაომ თავი კარგად წარმოაჩინა და დაამტკიცა, რომ თამაშის ღირსია. არეოლა სასტარტოში კურტუას ნაცვლად? ის შემადგენლობის წევრია და კარგად ვარჯიშობდა, მან დღეს ერთი-ორჯერ გვიხსნა, როგორც ამას ხანდახან კურტუა აკეთებს ხოლმე. 

ატლეტიკოსა და ბარსელონას თამაშზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ჩენი მოსაგები მოვიგეთ, რამაც დიდი ენერგია მოგვცა მომავალი მატჩებისთვის. რაც შეეხება სათამაშო სისტემას, არ აქვს მნიშვნელობა განლაგებას, მთავარი სულია, რომელსაც ბურთით თამაშით ავლენ. ამასთან, დაცვაში კედელივით უნდა იდგე". 

კომენტარები

ბოლო ამბები