Thumbnail
  • საბურთალო 5:1 სიონი | ჩემპიონი გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა
  • რუსთავი 2:2 გორის დილა | მასპინძლებმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს

საბურთალომ ეროვნულ ლიგის ბოლო ტურში ბოლნისის სიონი 5:1 გაანადგურა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თბილისურმა კლუბმა მეტოქეს პირველივე წუთზე გაუტანა, რის შემდეგაც სიონმა ტატანაშვილის გოლით გაათანაბრა. საბურთალომ მეორე ტაიმში მეტოქე 4-ჯერ გაუტანა და შეხვედრაც სამი ქულით დაასრულა

საბურთალო 70 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. სიონმა სეზონი 38 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა და პლეი აუტში ითამაშებს.

საბურთალო 5:1 სიონი

გოლები: 1:0, 2:1 ლაშა კოხრეიძე (1, 49), 2:1 ტატანაშვილი (20), 3:1 გაბედავა (57), 4:1 მალი (60), 5:1 ალთუნაშვილი (86)

ნიკოლოზ მალის ლამაზი გოლი სიონის კარში

ნიკოლოზ მალის ლამაზი გოლი სიონის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

გორის დილა რუსთავში მასპინძელ კლუბს 2:0-ს უგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დილა ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო რუსთავმა 38 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და პლეი აუტში ითამაშებს.

ხვალ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდება. მთავარი ინტრიგა წინაა - ვინ მოიპოვებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დინამოების მატჩებში გადაწყდება. ბათუმის დინამო თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება, ხოლო თბილისის დინამო ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს.

რუსთავი 2:2 დილა

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (1), 0:2 წიქარიძე (9), 1:2 ბაირამოვი (61), 2:2 სიჭინავა (76)

თენგიზ წიქარიძის ლამაზი გოლი რუსთავის კარში

თენგიზ წიქარიძის ლამაზი გოლი რუსთავის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები