Thumbnail

საქართველო სამხრეთ აფრიკისთვის ემზადება - შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა 19-წლამდე ნაკრები 2 მატჩისთვის ემზადება
  • უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე ორივე მატჩში სამხრეთ აფრიკა იქნება

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთში ორ შეხვედრას გამართავენ. სამხრეთაფრიკელები მარტყოფის ბაზაზე ემზადებიან, ხოლო საქართველოს ნაკრები 22 ნოემბრიდან შევარდენის ბაზაზე არიან შეკრებილნი.

მატჩები 2 და 5 დეკემბერს, ''შევარდენზე'' გაიმართება. ორშაბათს, 2 დეკემბერს, შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. სერიის მეორე მატჩი ხუთშაბათს, სტუმართა თხოვნით დილით, 11 საათზე დაიწყება, რადგან სამხრეთაფრიკელები სამშობლოში სწორედ 5 დეკემბერს ბრუნდებიან.

უმცროსი ბორჯღალოსნების მზადება სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების მზადება სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების მზადება სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების მზადება სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების მზადება სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის

უკვე ცნობილია იმ მორაგბეთა სია, რომლებმაც ''ჯუნიორ ბოკეს'' წინააღმდეგ ორმატჩიან სერიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. სამწუხაროდ, ამ მატჩებისთვის ყველა ლეგიონერის გამოძახება ვერ მოხერხდა.

შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი, 2), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); მამუკა მსტოიანი (აკადემია, 3), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3); ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბეიონი), ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია); ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 5-6), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები); გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი);  ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თემურ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15); გიორგი მიქანაძე (აკადემია), თემო ჭიჭინაძე (ორიაკი, 11-15)

კომენტარები

ბოლო ამბები