Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ფეხბურთელით იუვენტუსიც ინტერესდება
  • მადრიდული კლუბი მზად არის, ტრანსფერში ორი მოთამაშე ჩართოს

პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში ტერფის ტრამვის გამო დიდი დრო გამოტოვა. ფრანგს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. გავრცელებული ცნობებით, 26 წლის ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა თამაშზე უარს ამბობს, ამის მიზეზი კი მადრიდის რეალში გადასვლის სურვილია.

ესპანური კლუბი დიდი ხანია ცდილობს ნახევარმცველის დამატებას. "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს თანამემამულის თავის გუნდში ხილვა განსაკუთრებუთ სურს. 

პოგბა, რეალის გარდა, მის ყოფილ გუნდს, ტურინის იუვენტუსსაც აინტერესებს.

The Mirror-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პოლის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 73 მილიონ ფუნტს, ხამეს როდრიგესსა და მარიანო დიასს შესთავაზებს. ესპანური გრანდი ფრანგის დამატებას იანვარში შეეცდება.

ხამეს როდრიგესი

ხამესს დიდი ხანია უკავშირებენ პრემიერლიგის კლუბებს. მიუნხენის ბაიერნიდან დაბრუნების შემდეგ, მან მხოლოდ 9 მატჩში ითამაშა. კოლუმბიელს არცთუ კარგი ურთიერთბა აქვს ზიდანთან.

მარიანო დიასი

მარიანო რეალში გასული სეზონის დასაწყისში, ლიონიდან დაბრუნდა. იგი ფრანგულ კლუბში კარგად გამოიყურებოდა და 48 მატჩში 21 გოლის გატანაც შეძლო. "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ კი შედეგიანი ვეღარ არის. გასულ სეზონში მან მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა, წელს კი საერთოდ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები