Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 30 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 26 ნოემბრის გადაცემაში მოიგო ლევანის ბილეთმა, რომელიც 4 პოზიციისგან შედგებოდა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,2 იყო. მხოლოდ ერთი მატჩის პროგნოზი არ გამართლდა გადაცემის სტუმრის, ტატო ბაციკაძის ბილეთში, რომელიც 5 პოზიციისგან შედგებოდა და კოეფიციენტი 11,4 ჰქონდა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,6-ია. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი.ლა ლიგის მატჩში, ვალენსიას ვილიარეალთან გამარჯვებას აქვს - 2,46.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ჩემი პირველი თამაში ლა ლიგიდანაა - ცენტრალურ მატჩი ვალენსია-ვილიარეალი. ვალენსიამ ჩელსისთან მოსაგები თამაში ვერ მოიგო და რთულად აქვს საქმე. ვფიქრობ, რომ ვილიარეალი არ არის გასვლაზე ისეთი ძლიერი და ვალენსიამ თუ ისევე ითამაშა, აუცილებლად მოიგებს და თან, არცთუ პატარა ანგარიშით.

წავედი ბუნდესლიგაში - ჰოფენჰაიმი-დიუსელდორფის მატჩში ერთიანს ვფიქრობ. ჰოფენჰაიმმა კარგად დაიწყო თამაში ბაიერნთან მოგებით, შემდეგ ხუთი თამაში ზედიზედ მოიგო და ბოლოს ხარკი გამოიტანა - გამოტანილი თამაში წააგო მაინცთან და ახლა ყველაფერს ხომ არ წააგებს? ვფიქრობ, დიუელდორფს მოუგებს.    

ინგლისში რთული თამაში ამოვირჩიე - ბარნლი-კრისტალ პალასი. კრისტალ პალასს ბევრი წაგება აქვს, მაგრამ ნახეთ, რა გუნდებთან: ლივერპულთან, ჩელსისთან, ლესტერთან, სიტისა და ტოტენჰემთან. ანუ, წასაგები წააგო, თან ზედიზედ 3 მარცხი აქვს, გამოიარა ეს ჯოჯოხეთი, საკმაოდ კარგი გუნდია და ეს ბარნლიც არ არის აუცილებლად მომგები. ამიტომ სტუმრების X2-ს ჩავწერ.

საფრანგეთის მეორე დივიზიონში ჩემი სტილის "კის" მივაგენი - სოშო-ტრუა. სოშო მეექვსე ადგილზეა, ტრუა - მეოთხეზე. არცერთია გუნდია მაჩანჩალა, ორივე მშვენივრად იტანს და უშვებს გოლს. პრინციპული მატჩია, მაგრამ მაინც და მაინც 0:0 ხომ არ დამთავრდება? ჩავწერ მინუმუმ ორი გოლის გატანას და ესეც მაწყობს.  

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს პროგნოზისტი მიშა ჩოგბურთი იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 9,9

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,3-ია

კომენტარები

ბოლო ამბები