Thumbnail

ოფიციალურად: ნურმაგომედოვი ფერგიუსონთან იჩხუბებს - დეტალები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • UFC-ში 2020 წლის ყველაზე დიდი ბრძოლა ოფიციალურად დაანონსდა
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ იჩხუბებს
  • ბრძოლა ნიუ იორკში, 18 აპრილს შედგება

ნანატრი ბრძოლა, რომელსაც UFC-ის ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ, 18 აპრილს შედგება. მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონთან იჩხუბებს! ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია.

ბრძოლა ნიუ იორკის Barclays Center-ში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვმა კონტრაქტს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, ახლა კი ეს ტონი ფერგიუსონმაც გააკეთა.

Popsport.com-მა ოქტომბრის დასაწყისში შემოგთავაზათ ანალიტიკური სტატია ტონი ფერგიუსონზე, რომელშიც ვწერდით, რომ ხაბიბის დამარცხების ყველაზე მაღალი შანსი სწორედ ტონის აქვს. ახლა სწორედ ის დროა, რომ ამ სტატიას კიდევ ერთხელ გაეცნოთ (თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ).

წაიკითხე შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

შეგახსენებთ, რომ ამ მებრძოლების ჩხუბი 4-ჯერ დაიგეგმა და ოთხჯერვე ჩაიშალა. ტრავმებმა და წონის დაკლებამ ამ შეხვედრის ჩატარებას ხელი შეუშალა, მაგრამ ახლა დრო მოვიდა, რომ ეს დიდი ბრძოლა შედგეს.

ნურმაგომედოვი მესამედ ეცდება ჩემპიონის ტიტულის დაცვას. წინა ორ შემთხვევაში მან კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს სძლია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხაბიბს ყველაზე რთული გამოცდა აპრილში ფერგიუსონთან ელის. ამ უკანასკნელს ზედიზედ 12 ბრძოლა აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონმა ბოლო ბრძოლა 2019 წლის ივნისში - ვეტერანი დონალდ 'კოვბოი' სერონეს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა

 

კომენტარები

ბოლო ამბები