Thumbnail

კოუტინიოს ერთ ღამეში ჯერ მანქანა მოპარეს, მერე სახლი გაუქურდეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფილიპე კოუტინიომ ბარსელონელი კრიმინალებიც “გაიცნო”.
  • ბრაზილიელს ავტომობილი მოპარეს და სახლი გაუქურდეს.

ბარსელონას ახალწვეულ ფილიპე კოუტინიოს უსიამოვნო დღეს ჰქონდა. იმ დროს, როცა ბრაზილიელი მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, ბარსელონაში მისი სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურმა გაზეთმა Sport-მა გაავრცელა.

მანამდე, ორშაბათს საღამოს, კოუტინიოს თავისი “აუდიც” მოპარეს, სამშაბათს გამთეენისას კი ქურდები მის სახლშიც შეიჭრნენ. ბარსელონას ვარსკვლავი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება (ლივერპულის გამო) არ აქვს, ამ დროს მეგობრებთან ერთად ქალაქში იმყოფებოდა.

ჩელსი 1:1 ბარსელონა | მესიმ ნავსი გატეხა

კომენტარები

ბოლო ამბები