Thumbnail

2 ქართველი მსოფლიოს ნაკრებში და 2 ოქროს შანსი რუსეთიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97) კგ ფინალში გავიდნენ
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო გალა-ტურნირი დაიწყო. მოსკოვის გრანპრიმ არასტანდარტული ფორმატით იმართება. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ფინალში გასულები მსოფლიოს ნაკრების ღირსებას დაიცავდნენ და რუსეთის ნაკრებს შეხვდებოდნენ.

ფინალში ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) გავიდნენ. კენჭაძე მისთვის ნაცნობ მეტოქეს ტიმურ ბიჟოევს შეხვედება, ავთანდილმა აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად გაჯიევი 12-2 დაამარცხა.

ავთო კენჭაძის გამარჯვება აზერბაიჯანელ გაჯიევთან

ავთო კენჭაძის გამარჯვება აზერბაიჯანელ გაჯიევთან

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

მძიმეწონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე რომელიც გენო პეტრიაშვილის ნაცვლად ასპარეზობს ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს დაეჭიდება, ოდიკაძემ ბელარუს პიასნიაკს იოლად 10:0 მოუგო.

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს მედლისთვს იბრძოლებს. მან გადამწყვეტ შეხვედრაში გვინეის წარმომადგენელს 5:3 სძლია და მედლისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00-საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები