Thumbnail

შჩესნი: 'მეზიზღება გაზეთები, მათი რეიტინგები სასაცილოა'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტურინის იუვენტუსის მეკარემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა
  • ის ბევრ საინტერესო თემას შეეხო და გაზეთებიც გააკრიტიკა

ტურინის იუვენტუსის მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ იტალიურ მედიასთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და სპორტული მედია გააკრიტიკა. შჩესნის, რომელიც 3 წელია იტალიაში თამაშობს, იტალიური მედიის მიერ ფეხბურთელთა შეფასების სისტემა არ მოსწონს.

''მეზიზღება გაზეთები. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ენა არ ვიცოდი და ვერ ვიგებდი, რას წერდნენ და ამბობდნენ ჩემზე. იტალიურის სწავლის შემდეგ, მათ აღარ ვკითხულობ. მოთამაშეთა რეიტინგებზე ხშირად ვიცინი, რადგანაც ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად იცის, როგორ ითამაშა, თავად ფეხბურთელია. ერთი გაზეთი გონსალოს 5,5 ქულით აფასებს, მეორე - 7,5 ქულით, რაც სასაცილოა", - თქვა შჩესნიმ.

პოლონელმა მეკარემ თავისი პოზიციისა და კარიერის საუკეთესო სეივის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეკარის პოზიცია მამის სურვილის გამო აირჩია. შჩესნი ამბობს, რომ ის კარში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მინდვრის მოთამაშედ.

''ფავორიტი და გამორჩეული სეივი არ მაქვს. კარგი სეივი ის არის, რომელსაც ზუსტ და საჭირო დროს აკეთებ. ხშირად ვირჩევ უბრალო სეივებს, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე", - აღნიშნა პოლონელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები