Thumbnail

გოგა ბითაძის 2 მოხსნა ატლანტასთან - ინდიანას რთული მოგება ოვერტაიმში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინდიანა პეისერსი 105:104 (OT) ატლანტა ჰოუქსი
  • ბითაძის გუნდმა აუტსაიდერთან დიდი ბრძოლა გადაიტანა
  • ქართველმა ცენტრმა მოედანზე 4 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ინდიანას აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსანთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა, მოგებისთვის კი ოვერტაიმი დასჭირდა. 

ლიეტუველმა დომანტას საბონისი ტრადიციულად ორმაგი დუბლით გამოირჩა

სტუმრებმა მატჩის პირველი ნახევარი მეტოქეზე გაცილებით კარგად ჩაატარეს. ატალანტამ პირველი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით (23:22) მოიგო, მეორეში კი სხვაობამ ერთი ხანობა 18 ქულაც შეადგინა. დიდ შესვენებაზე სტუმრები 54:43-ს იგებდნენ.

ინდიანამ თამაში მესამე პერიოდში გამოასწორა, სხვაობა გააბათილა და მეოთხედის მიწურულს 7 ქულით დაწინაურდა კიდეც (72:65), მაგრამ მეოთხე პერიოდში სხვაობა ისევ გაბათილდა. ძირითადი სათამაშო დროს ბოლო წუთები ქულა-ქულაში წარიმართა და საბოლოოდ 94:94 დაფიქსირდა.

თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც პეისერსს მაილს ტერნერისა და ტი ჯეი უორენის ზუსტმა 3-ქულიანებმა უშველა და დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ მასპინძლების ერთქულიანი უპირატესობით - 105:104 დასრულდა.    

📺 უორენის გადამწყვეტი 3-ქულიანი

გოგა მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე გამოჩნდა, მეორეს დასაწყისში კი შეცვალეს. ჯამში 20 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 4:13 წუთი დაჰყო, რა დროშიც ერთხელ 2-ქულიანი არაზუსტად ისროლა, საკუთარ ფარზე კი ბურთი ორჯერ მოხსნა.

📺 ბითაძის მომენტები ატლანტასთან

მატჩის ყველაზე შედეგიანი ატლანტას გამთამაშებელი ტრეი იანგი იყო, რომელმაც პერიმეტრიდან 15-ჯერ ისროლა და აქედან 8-ჯერ ზუსტად, საბოლოოდ კი 49 ქულა მიითვალა. მასპინძელთა რიგებში 20 ქულა ჯერემი ლემბმა ჩააგდო. ორმაგი დუბლი შეასრულა დომანტას საბონისმა (17 ქულა, 12 მოხსნა). 17 ქულით დაეხმარა ინდიანას ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერიც, ხოლო 16-16 ქულით დაასრულეს თამაში  ტი ჯეი უორენმა და მალკოლმ ბროგდონმა.

📺 ინდიანა-ატლანტა (ჰაილაითები)

ინდიანას 18 მატჩში 12 გამარჯვება დაუგროვდა და აღმოსალეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 1-ელ დეკემბერს, სტუმრად ფილადელფიასთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები