Thumbnail

რეკორდი ევროლიგაში - შეინ ლარკინმა ბაიერნს 49 ქულა ჩაუგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანადოლუ ეფესმა ბაიერნს 29 ქულით მეტი ჩაუგდო
  • შეინ ლარკინმა ამ მატჩში ერთი რეკორდი მოხსნა და ერთიც გაიმეორა

ეფესმა ევროლიგის მე-11 ტურში ბაიერნს უმასპინძლა და მეტოქეს 29 ქულით, 104:75 მოუგო. ეფესი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა.

ანადოლუ ეფესი 104:75 ბაიერნი

ანადოლუ ეფესი 104:75 ბაიერნი | თურქულმა კლუბმა მეტოქეს 29 ქულით მოუგო

Posted by Silk Sport on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

მასპინძელთა კალათბურთელმა, შეინ ლარკინმა ევროლიგის რეკორდი დაამყარა. მან ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. ლარკინის ანგარიშზე 104-დან 49 ქულა იყო. შეინმა 7-დან 5 ორქულიანი, 12-დან 10 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.

შეინ ლარკინის სარეკორდო 49 ქულა ევროლიგაში

შეინ ლარკინის სარეკორდო 49 ქულა ევროლიგაში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

აქამდე ევროლიგის ეს რეკორდი 4 კალათბურთელს ეკუთვნოდა, რომლებსაც ერთ მატჩში 41 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული. შეინმა მათი რეკორდი 8 ქულით გააუმჯობესა.

ლარკინმა სამქულიანების რეკორდიც გაიმეორა - ერთ მატჩში ყველაზე მეტი სამქულიანი (10) ენდრიუ გუდლოქს ჰქონდა ჩაგდებული. ეფესი ევროლიგას ლიდერობს და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიას ესტუმრება.

თურქი კომენტატორების რეაქცია ბოლო სამქულიანზე ნამდვილად სახალისოა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები