Thumbnail

ტრავმა მძიმეა! უსმან დემბელე ისევ დიდხანს ვერ ითამაშებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას ექიმებმა უსმან დემბელეს დიაგნოზი გამოაქვეყნეს
  • ფრანგი გარემარბი მინიმუმ ორთვენახევარი ვერ ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, უსმან დემბელეს მორიგი ტრავმაც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა - ფრანგი შემტევი კატალონიურ გრანდს დიდხანს დააკლდება. 22 წლის გარემარბი ოთხშაბათს, დორტმუნდის ბორუსიასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:1 ბარსას სასარგებლოდ) დაშავდა და შესაცვლელი გახდა. 

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დემბელეს დაახლოებით 10 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს ორთვენახევარი ვეღარ ითამაშებს.

დემბელესთვის ეს ამ სეზონში უკვე მესამე ტრავმაა, სულ კი, მას მერე, რაც დორტმუნდიდან ბარსელონაში გადავიდა, 9-ჯერ იყო დაშავებული. შეგახსენებთ, რომ ბარსამ უსმან დემბელე 2017 წლის ზაფხულში, 125 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ორ წელიწადში მან ბარსელონას ფორმით მხოლოდ 49 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები