Thumbnail

ფაბინიო 'ბოქსინგ დეის' გამოტოვებს, რაზეც იურგენ კლოპი ძალიან წუხს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრაზილიელი იანვრამდე არ იქნება
  • ნაპოლისთან მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველი - ფაბინიო მინიმუმ იანვრამდე ვერ ითამაშებს. საყრდენმა ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან მატჩში მიიღო.

"ფაბინიოს დონის მოთამაშის დაკარგვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა, თან ასეთ დროს - 'ბოქსინგ დეის' წინ. "უნდა შევცვალოთ და ამის რესურსი გვაქვს, თუმცა ახლა მთავარია იანვარში კარგად დაბრუნდეს."

იურგენ კლოპის გუნდს მომავალი 34 დღის მანძილზე, 11 მატჩის ჩატარება უწევთ - პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ლიგის თასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.

ფაბინიო წელს პრემიერლიგაში ჩატარებული 13 შეხვედრიდან, 12-ში სასტარტოში იყო და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ლივერპული შემდეგ მატჩს სახლში ბრაიტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები