Thumbnail

ბუქარესტში, საგამოფენო ცენტრ ROMEXPO-ში, უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩაატარა. წილისყრის შედეგად კონტინენტის 20 საუკეთესო ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა. ტურნირის ფინალური სტადიის კიდევ 4 მონაწილე გუნდი მარტში გასამართ პლეი ოფში გამოვლინდება, რომელშიც 4 საგზურისთვის 16 ნაკრები, მათ შორის საქართველო იბრძვის. 

📋 მეტი ამ თემაზე:

📌 თუკი ვლადიმირ ვაისის გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს, შემდეგ კი ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს აჯობებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე C ჯგუფში ითამაშებს. წილისყრის შედეგად, C ჯგუფში უკრაინა, ჰოლანდია და ავსტრია მოხვდნენ. 

📌 თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა, მარტში გასამართი პლეი ოფის გამო შეიცვალოს. თუ პლეი ოფის A გზას ისლანდია, ბულგარეთი, ან უნგრეთი მოიგებს, ყველაფერი ასე დარჩება, მაგრამ...

📌 ...თუ რუმინეთი გაიმარჯვებს პლეი ოფის A გზას, ამ შემთხვევაში საქართველო ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში გადაინაცვლებს. ეს სიკვდილის ჯგუფია, სადაც გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი არიან.

ევრო 2020 რომში იტალია-თურქეთის მატჩით გაიხსნება. 

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო)

თურქეთი
იტალია
უელსი 
შვეიცარია

B ჯგუფი (სანკ პეტერბურგი, კოპენჰაგენი)

დანია
ფინეთი
ბელგია
რუსეთი

C ჯგუფი (ამსტერდამი, ბუქარესტი)

ჰოლანდია
უკრაინა
ავსტრია
პლეი ოფის D (A) გზის გამარჯვებული.

D ჯგუფი (ლონდონი, გლაზგო)

ინგლისი
ხორვატია
პლეი ოფის C გზის გამარჯვებული.
ჩეხეთი

E ჯგუფი (ბილბაო, დუბლინი)

ესპანეთი
შვედეთი
პოლონეთი
პლეი ოფის B გზის გამარჯვებული.

F ჯგუფი (მიუნხენი, ბუდაპეშტი)

პლეი ოფის А (D) გზის გამარჯვებული.
პორტუგალია
საფრანგეთი
გერმანია

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები