Thumbnail
  • ორ-ორი ფეხბურთელით მხოლოდ ინგლისი და ჰოლანდია არიან წარმოდგენილნი
  • იოანის კუსულოსი ვარსკვლავთა შორის მოულოდნელად გაერია

ევრო 2020-ის ტვიტერის გვერდზე შესარჩევი ციკლის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.

გუნდში ორ-ორი ფეხბურთელით მხოლოდ ინგლისი და ჰოლანდია არიან წარმოდგენილნი, სხვებს კი, თითო მოთამაშე ჰყავთ.

რჩეულთა შორის ყველაზე მოულოდნელი, ალბათ, კვიპროსის ნაკრების ნახევარმცველ იოანის კუსულოსის ხილვაა, რომელიც ადგილობრივი ომონიას ღირსებას იცავს.

მეკარე: ანდრეი პიატოვი (უკრაინა, 5 მატჩი ნოლზე).

მცველები: სერხიო რამოსი (ესპანეთი, 4 გოლი), მერიჰ დემირალი (თურქეთი), რაგნარ სიგურდსონი (ისლანდია, 2 გოლი).

ნახევარმცველები: იოანის კუსულოსი (კვიპროსი, 4 გოლი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია, 3 გოლი, 6 პასი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ჰოლანდია, 8 გოლი, 2 პასი), ერან ზაჰავი (ისრაელი, 11 გოლი, 1 პასი).

ფორვარდები: რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, 8 გოლი, 7 პასი), ჰარი კეინი (ინგლისი, 12 გოლი, 5 პასი), მემფის დეპაი (ჰოლანდია, 6 გოლი, 8 პასი).

კომენტარები

ბოლო ამბები