Thumbnail
  • იურგენ კლოპის და ხოსეპ გვარდიოლას აღიარება ინგლისში
  • პეპს და იურგენს პრიზები სერ ალექს ფერგიუსონმა და გარეთ საუთგეიტმა გადასცეს

იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა LMA-ის (league managers association) დიდების დარბაზში შეიყვანეს. დაჯილდოების ცერემონიალი 28 ნოემბერს გაიმართა. დიდების დარბაზში ასევე არიან სერ ალექს ფერგიუნსონი, არსენ ვენგერი, სერ ბობი რობსონი და სხვა გამოჩენილი მწვრთნელები, რომლებსაც ინგლისში უმუშავიათ.

კლოპი ლივერპულში 2015 წელს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდი ევროპალიგის ერთ და ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გაიყვანა. პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში მერსისაიდულმა კლუბმა მისთვის სარეკორდო, 97 ქულა დააგროვა, თუმცა ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. სამაგიეროდ, გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

“ეს შესანიშნავია. როდესაც პირველად გავიგე ამის შესახებ, არ მჯეროდა. ოთხ წელზე მეტია, ინგლისში ვარ და სიმართლე რომ გითხრათ, აქ გატარებული ყოველი წუთით კმაყოფილი ვარ. სიამაყეს ხშირად არ ვგრძნობ, თუმცა ახლა ნამდვილად ამაყი ვარ, რადგან ეს განსაკუთრებული მომენტია” - განაცხადა კლოპმა.

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა. მან “ქალაქელებთან” ერთად პრემიერლიგის ორჯერ მოგება მოახერხა. სულ ესპანელმა სამი წლის განმავლობაში ინგლისში 7 ტიტული მოიგო, თუმცა მისი მთავარი მიზანი სიტისთან ერთა ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფია.

“ეს დიდი პრივილეგიაა. დერეფანში შემოდიხარ და კითხულობ იმ დიდებული მწვრთნელების გვარებს, რომლებმაც ფეხბურთი უკეთესობისკენ შეცვალეს. ვფიქრობ, ყველა მწვრთნელი, რომელიც დიდების დარბაზშია დასახელებული, აქ იმიტომ არის, რომ ჩვენ წარმოუდგენლად კარგ კლუბებში, წარმოუდგენელად კარგი მოთამაშეები გვყადა,” - განაცხადა პეპმა. 

იურგენს და პეპს პრიზები ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და სერ ალექს ფერგიუნსონმა გადასცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები