Thumbnail

მანჩესტერ სიტის მფლობელებმა მერვე საფეხბურთო კლუბი შეიძინეს

  • City Football Group-მა ინდური კლუბის მუმბაი სიტის აქციათა 65% შეიძინა
  • მუმბაი სიტი ინდურ სუპერლიგაში აქამდე არცთუ წარმატებით გამოდიოდა 

საჰოლდინგო კომპანია City Football Group-მა, რომელიც მანჩესტერ სიტის მფლობელია, თავის საიტზე გამოაცხადა, რომ ინდური საფეხბურთო კლუბის, მუმბაი სიტის აქციათა საკონტროლო პაკეტის (65%) შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. 

მუმბაი სიტი City Football Group-ის მერვე კლუბი გახდება. კომპანიის საკუთრებაში უკვე არსებობს: მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ნიუ იორკ სიტი (აშშ), მელბურნ სიტი (ავსტრალია). იოკოჰამა ფ.მარინოსი (იაპონია), ტორკე (ურუგვაი), ჟირონა (ესპანეთი) და სიჩუან ცძიუნიუ (ჩინეთი). 

მუმბაი სიტი ინდოეთის სუპერლიგაში გამოდის. მიმდინარე სეზონში გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მუმბაიმ 5 მატჩიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-იც დათმო.

პეპ გვარდიოლამ მანსურ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანის კლუბს პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მოაგებინა

City Football Group კომპანია Abu Dhabi United Group-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელი აბუ დაბის საამიროს მმართველი სამეფო ოჯახის წევრი, მანსურ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანია.

კომენტარები

ბოლო ამბები