Thumbnail

BREAKING: მაკგრეგორი ბრუნდება - მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს 2020 წლის იანვარში უბრუნდება
  • ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, ის პირველად იბრძოლებს

ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე აღარ გამოჩენილა. ერთი თვის წინ მან ისაუბრა, რომ დაბრუნებას აპირებდა და 2020 წლის იანვარში მას ოქტაგონზე ვიხილავდით.

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მაკგრეგორგის ბრძოლის ამბავი ოფიციალურად დაადასტურა. მან ESPN-თან საუბარში განაცხადა, რომ კონორი 2020 წლის 18 იანვარს იბრძოლებს და მისი მეტოქე ამერიკელი დონალდ სერონე იქნება, რომელსაც მეტსახელად ქოუბოის ეძახიან.

მაკგრეგორის UFC-ში 21 მოგება და 4 მარცხი აქვს. რაც შეეხება მის მეტოქეს, სერონეს UFC-ში 49 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 36 მოიგო და 13 ბრძოლაში დამარცხდა, ამერიკელი ირლანდიელთან საიუბილეო 50-ე ბრძოლას ჩაატარებს.

View this post on Instagram

Conor vs. Cowboy! (via @bokamotoespn)

A post shared by ESPN UK (@espnuk) on

კომენტარები

ბოლო ამბები