Thumbnail

'ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება' - სულშერმა დებიუტანტები შეაფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სულშერმა ასტანასთან გამართული შეხვედრა შეაფასა
  • მან დებიუტანტი ფეხბურთელები გაამხნევა და კარგი თამაშისთვის შეაქო

მანჩესტერ იუნაიტედმა ასტანასთან ევროპალიგის მე-5 ტურის მატჩი 1:2 წააგო, თუმცა L ჯგუფს ისევ დამაჯერებლად ლიდერობს და ჯგუფიდანაც გავიდა, რადგან ბელგრადის პარტიზანმა 10-კაციან ალკმაართან ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ასტანასთან კლუბის აკადემიის 11 ფეხბურთელი ათამაშა და მატჩის შემდეგ მათი თამაში შეაფასა.

ოლე გუნარ სულშერი: რა თქმა უნდა, პოზიტივი დავინახე ამ შეხვედრაში, თუმცა იმედგაცრუებული ვარ მარცხით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მატჩი ფანტასტიკურად დავიწყეთ. ბიჭები თამაშს აკონტროლებდნენ და გოლიც გაიტანეს. იმ 10-წუთიან მონაკვეთში, როდესაც გოლები გავუშვით, შეხვედრაზე კონტროლი დავკარგეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ.

ჩვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერნარდმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა, ვფიქრობ, რომ ის დღეს მაინც საუკეთესოდ მოქმედებდა და ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება.

ბევრ მათგანს იჯარით წასვლის შემთხვევაში დიდი გამოცდილების მიღება შეუძლია. ეს სადებიუტო მატჩი იყო და ამ ბიჭებს კიდევ უფრო მეტი მატჩი სჭირდებათ უფროსებთან.

კომენტარები

ბოლო ამბები