Thumbnail

აკადემიის 11 ფეხბურთელით ევროპალიგაზე - ასტანამ მანჩესტერს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ასტანამ მანჩესტერ იუნაიტედთან თამაში შემოატრიალა
  • ყაზახურმა გუნდმა ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო
  • სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის 11 ფეხბურთელი ათამაშა 

მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპალიგის მე-5 ტურში ასტანასთან სტუმრად 1:2 წააგო. მანჩესტერელებს ჯესი ლინგარდმა უკაპიტნა, რომელმაც 10-თვიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანა შეძლო.

სულშერმა ძირითად შემადგენლობაში მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის 8 ფეხბურთელი დააყენა- ცვლილებაზე კი კიდევ სამი ფეხბურთელი შეიყვანა. თუ 36 წლის მეკარეს ლი გრანტს არ ჩავთვლით, იუნაიტედის სასტარტო შემადგენლობაში 10 ფეხბურთელის საშუალო ასაკი - 20 წელი და 221 დღე იყო.

ლი გრანტი, ლუკ შოუ და დიშონ ბერნარდი - სამი ფეხბურთელი, რომლებმაც ასტანას წინააღმდეგ ითამაშეს, მაგრამ ისინი მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიას არ აღუზრდია.

იუნაიტედი მე-10 წუთზე ჯესი ლინგარდმა დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტზე ჩონგმა ცარიელ კარში ააცილა, რის შემდეგაც ასტანამ მოუმატა და მატჩიც მოიგო. წონასწორობა დმიტრი შომკომ 55-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 7 წუთში ანტონიო რუკავინას ჩაწოდების შემდეგ დიშონ ბერნარდმა ბურთი საკუთარ კარში და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:1.

მანჩესტერ იუნაიტედს 10 ქულა აქვს და L ჯგუფის ლიდერია. ალკმაარი მე-2 ადგილზეა 8 ქულით. მომდევნო ტურში იუნაიტედი სწორედ ჰოლანდიურ კლუბს უმასპინძლებს, ხოლო ასტანა პარტიზანს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები