Thumbnail
  • მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი ევროთასზე დააფასეს
  • ქართველი მორაგბეები უელსურ დრაგონსთან მატჩში აქტიურები იყვნენ

რუსული ენისეის ქართველი მორაგბეები მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი ჩელენჯ ქაფის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, ამასთან, გაჩეჩილაძეს ეს პატივი ზედიზედ მეორედ ერგო.

ქართველი ლეგიონერების წარმატებული თამაში მით უფრო დასაფასებელია, რომ მათ გუნდს დაპირისპირება გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან უწევს.

შეგახსენებთ, რომ კრასნოიარსკელებმა პირველ ტურში  ინგლისურ ვუსტერთან 14:57 წააგეს, მეორეში კი უელსურ დრაგონსთანაც წაიფორხილეს – 22:49.

დავით მესხი

გასულ შეხვედრაში მესხმა 1 ლელოს დადება მოახერხა, მისი და გაჩეჩილაძის გარდა, მინდორზე ნიკოლოზ ხატიაშვილიც ვიხილეთ, ენისეის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი დავით კაჭარავა კი ჯერაც ტრავმირებულია.

სათქმელია ისიც, რომ მიუხედავად აღნიშნული შედეგებისა, გაჩეჩილაძე ტურნირის საუკეთესო მბოჭავთა შორის რჩება და ეს იმ ფონზე, როდესაც ტურნირში ინგლისური, უელსური, ფრანგული, ირლანდიური და შოტლანდიური კლუბებიც ირჯებიან.

ჩელენჯ ქაფის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები სრულად ასე გამოიყურება:

1. რიკარდო ბრუნარა (კალვიზანო), 2. რაიან ელიასი (სკარლეტსი), 3. სიგფრიდ ფისი’იჰოი (პო), 4. ჯო ჯოისი (ბრისტოლი), 5. ედვინ მაკა (ბაიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი), 7. ბაპტისტ პესენტი (პო), 8. ვილიამ მატა (ედინბურგი), 9. ბენ ვაითი (ლესტერი), 10. არველ რობსონი (დრაგონსი), 11. დავით მესხი (ენისეი), 12. მალაკაი ფეკიტოა (უოსპსი), 13. ტაილერ მორგანი (დრაგონსი), 14. დუან ვან დერ მერვე (ედინბურგი), 15. ჯორდან ვილიამსი (დრაგონსი).

ენისეი ჩელენჯ ქაფის მომდევნო შეხვედრას, 6 დეკემბერს, ისევ შინ ჩაატარებს, მეტოქედ კი ფრანგული კასტრი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები