Thumbnail
  • საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ფასები transfermarkt.com-ის მიხედვით
  • ბელარუსს საინტერესო ფეხბურთელები თითქმის აღარ ჰყავს

2020 წლის 26 მარტს საქართველოს ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ითამაშებს - ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს მასპინძლობს. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი მოგება დააშორებს, თანაც ფინალიც საქართველოში გაიმართება.

საქართველო ბელარუსთან ფავორიტია. ამას transfermarkt.com-იც ადასტურებს - ვლადიმირ ვაისის გუნდის საბაზრო ფასი გაცილებით მეტია, ბელარუსისაზე. ვნახოთ, რა ღირს საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის 23-23 კაციანი სია (3 მეკარე, 8 მცველი, 8 ნახევარმცველი, 4 თავდამსხმელი).

საქართველოს ნაკრები (23 კაცი) 47 მილიონი ევრო ღირს

ბელარუსებს უპირატესობა მხოლოდ მეკარეთა საბაზრო ფასში აქვთ (ისიც მცირე), სხვა დანარჩენ პოზიციებზე საქართველოს ნაკრებს გაცილებით საინტერესო ფეხბურთელები ჰყავს.

transfermarkt.com-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირი, 23-კაციანი განაცხადი ჯამში 47 მილიონი ევრო ღირს. ბელარუსის კი - 25.4 მილიონი ევრო. ვაისის გუნდი მიხაილ მარხელისაზე თითქმის ორჯერ ძვირია. 

ალექსანდრ გლებმა კარიერის დასრულება გამოაცხადა

ბელარუსის ნაკრებს აღარ ჰყავს ისეთი საინტერესო ფეხბურთელი, როგორიც ალექსანდრ გლებია, რომელმაც ნოემბერში სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონასა და არსენალში უთამაშია. 

საქართველოს ნაკრებშიც და ბელარუსშიც ყველაზე ძვირადღირებულები ცენტრალური მცველები არიან, თუ საბა კვერკველიას ფასი 10 მილიონი ევროა, ბელარუსის ნაკრების კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩი 4 მილიონი ღირს. 

მეტოქის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი კაპიტანი მარტინოვიჩია

მეკარეები

საქართველო. €2 მლნ

გიორგი მაკარიძე - € 1 200 000
გიორგი ლორია - € 400 000
როინ კვასხვაძე - € 400 000 

ბელარუსი. €2.6 მლნ

დენის შჩერბიცკი - € 1 200 000
ალექსანდრ გუტორი - € 800 000
სერგეი ჩერნიკი - € 600 000 

მცველები

საქართველო. €22.6 მლნ

საბა კვერკველია - € 10 000 000
დავით ხოჭოლავა - € 5 000 000
გია გრიგალავა - € 1 750 000
ჯიმი ტაბიძე - € 1 500 000
ლევან ხარაბაძე - € 1 250 000
ლაშა დვალი - € 1 100 000
გურამ კაშია - € 1 000 000
ოთარ კაკაბაძე - € 1 000 000 

ბელარუსი. €10.15 მლნ

ალექსანდრ მარტინოვიჩი - € 4 000 000
მიხაილ სივაკოვი - € 1 400 000
დენის პოლიაკოვი - € 1 200 000
მაქსიმ ვოლოძკო - € 1 000 000
ეგორ ფილიპენკო - € 750 000
სერგეი პოლიტევიჩი - € 600 000
ნიკიტა ნაუმოვი - € 600 000
ზახარ ვოლკოვი - € 600 000 

ნახევარმცველები

საქართველო. €16.2 მლნ

გიორგი ჩაკვეტაძე - € 9 000 000
ნიკა კვეკვესკირი - € 1 500 000
ოთარ კიტეიშვილი - € 1 500 000
ზურიკო დავითაშვილი - € 1 500 000
გიორგი ხარაიშვილი - € 1 200 000
ჯაბა კანკავა - € 1 000 000
ჯანო ანანიძე - € 1 000 000
ვაკო გვილია - € 1 000 000

ბელარუსი. €7.75 მლნ

სტანისლავ დრაგუნი - € 1 500 000
ივან მაევსკი - € 1 300 000
იური კენდიში - € 1 100 000
იური კოვალევი - € 900 000
რენან ბრესანი - € 750 000
ნიკიტა კორზუნი - € 750 000
ევგენი იაბლონსკი - € 750 000
დმიტრი ბაგა - € 700 000

თავდამსხმელები

საქართველო. €6.2 მლნ

გიორგი ქვილითაია - € 2 500 000
ვაკო ყაზაიშვილი - € 1 500 000
ხვიჩა კვარაცხელია - € 1 500 000
ნიკა კაჭარავა - € 700 000

ბელარუსი. €4.9 მლნ

მიხაილ გორდეიჩუკი - € 1 700 000
პაველ სავიცკი - € 1 500 000
პაველ ნეხაიჩიკი - € 900 000
დენის ლაპტევი - € 800 000

საინტერესო ფაქტები

⚽ კაპიტნებში ბელარუსების უპირატესობაა - ალექსანდრ მარტინოვიჩი ჯაბა კანკავაზე 4-ჯერ ძვირია. 

⚽ 23-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირი გიორგი ჩაკვეტაძეა - 9 მილიონი ევრო, ხოლო ბელარუსის ნაკრებში დენის შჩერბიცკი - 1.2 მილიონი ევრო.

⚽ 18-წლამდელთა შორის ჩვენს გუნდში ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირები არიან (1.5 მლნ ევრო). 

⚽ 18-წლამდელთა შორის ბელარუსებს ჯერჯერობით ყველაზე ძვირი მარცხენა მცველი დმიტრი პრიშჩეპაა, რომელიც ჯერ 100 ათასი ევრო ღირს და თან, ეროვნულ ნაკრებში ჯერ დებიუტიც არ ჰქონია. 

⚽ ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი გოლი საქართველოს ნაკრებში ყაზაიშვილსა და კანკავას აქვთ გატანილი - 10-10.

⚽ ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი გოლი ბელარუსში დრაგუნს აქვს გატანილი - 11.

კომენტარები

ბოლო ამბები