Thumbnail

გოლოვინა 1/2-ფინალშია – ქართველი ოლიმპიადის საგზურისთვისაც იბრძვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუბა გოლოვინა ტოკიოში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაერთო
  • ქართველი ბატუტზე მხტომელი ფინალში გასვლას 30 ნოემბერს ეცდება

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირმა სტარტი დღეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აიღო და მასში 37 ქვეყნის წარმომადგენელი 336 ბატუტისტი ჩაება.

სათქმელია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც თამაშდება, 8-8 – როგორც გოგონებში, ასევე – ვაჟებში.

თენგიზ კოშკაძე და ლუბა გოლოვინა

გოლოვინამ 2 გამოსვლის ჯამში 100.520 ქულა (48.630+51.890) მოაგროვა და 79 მონაწილეს შორის 22-ე შედეგი დააფიქსირა. ვინაიდან ნახევარფინალში 24 საუკეთესო გადიოდა, ამით, ქართველმა სპორტსმენმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა.

სათქმელია ისიც, რომ ევროპელ გოგონათაგან ლუბას მხოლოდ ცხრამ გაუსწრო, პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. ლინლინ ლიუ (ჩინეთი, 106.460 ქულა), 2. იანფეი ჰუანი (ჩინეთი, 105.375), 3. ჰიკარუ მორი (იაპონია, 105.065).

ნახევარფინალური ეტაპი 30 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი, ფინალში კი, 8 საუკეთესო გავა. 

სამწუხაროდ, ნახევარფინალში გასვლა ვერ შესძლო საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა თენგიზ კოშკაძემ. მან 107.935 ქულით (51.390+56.545) 33-ე შედეგი აჩვენა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები