Thumbnail

ჩინელი გეიმერის 1 300 000 $-იანი პერსონაჟი მისმა მეგობარმა შემთხვევით 643 $-ად გაყიდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  •  ლუ მოუმ ვიდეოთამაშის პერსონაჟს 1,3 მილიონი დოლარი დაახარჯა, მისმა მეგობარმა კი ის 643 დოლარად გაყიდა
  • გეიმერმა მეგობარს  ამის გამო სასამართლოში უჩივლა

ალბათ, გსმენიათ ფრაზა ''ვიდეოთამაშები მთელი ცხოვრებააო.'' თუმცა, ზოგი გეიმერისთვის, თამაშები ცხოვრებაზე მეტია. ჩინელმა გეიმერმა, ლუ მოუმ, თამაშ ''Justice Online''-ის პერსონაჟს 1,3 მილიონი დოლარი დაახარჯა. შემდეგ კი ტრაგედია დაატყდა თავს - მისმა მეგობარმა, ლი მუჩენგმა, შემთხვევით ეს პერსონაჟი 643 დოლარად გაყიდა. 

ლი მუჩენგის თქმით, ეს შეცდომა იმიტომ დაუშვა, რომ თამაშისგან გადაღლილი იყო და ''სწორად ვერ აზროვნებდა.''

Lu Mous-ს 1,3 მილიონ დოლარად ღირებული პერსონაჟი Justice Online-ში

Justice Online ცნობილი როლური მულტიფლეიერია, რომელიც ჩინელი ავტორის, ვენ რიუ იანის რომანის, ''ოთხი დიადი კონსტებელის'' სიუჟეტზეა დაფუძნებული. ამ თამაშში, გეიმერები ექვსი კლასიდან ერთ-ერთს ირჩევენ და NPC-ების ან სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ იბრძვიან, მისიებს ასრულებენ ან საკუთარ ბიზნესებსაც კი იწყებენ.

მოუ ისე იყო გაბრაზებული მეგობარზე, რომ მას სასამართლოშიც კი უჩივლა. სიშუანის პროვინციის ქალაქ ჰონგიის სასამართლომ დაადგინა, რომ მყიდველმა მოუს უკან უნდა დაუბრუნოს პერსონაჟი, მის მეგობარ მოუჩენგს კი 12,781 დოლარის გადახდა დაეკისრა მყიდველის მიმართ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

თუმცა, სასამართლომ მუს და მის მეგობრებს გაფრთხილება მისცა ''ჯანმრთელობისთვის საზიანო დროის განმავლობაში ვიდეო თამაშებით დაკავების'' გამო.

ჩინეთში, ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება აქტუალური პრობლემაა და მთავრობამ, ბოლო დროს რამდენიმე ბრძანებაც კი გამოსცა, რომლითაც 18 წლამდე პირებს, სამუშაო დღეებში, ვიდეოთამაშებით გართობა მაქსიმუმ 90 წუთი შეეძლებათ, ხოლო შაბათ-კვირასა და არდადეგებზე კი, 270 წუთია ლიმიტი. 18 წლამდე პირებს ასევე აეკრძალათ თვის განმავლობაში 28.40 დოლარზე მეტის დახარჯვა ვიდეოთამაშების შიდა კოსმეტიკური ან სხვა ტიპის ნივთების შესაძენად.

რაც შეეხება მოუს, ის, ალბათ, მომავალში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და საკუთარი ექაუნთის დეტალებს მეგობარს აღარ გაუზიარებს, თუ ისინი ამ ამბის შემდეგ მეგობრებად დარჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები