Thumbnail

'იმედია, კრივში მაინც მოვუგებ' - კლოპის პასუხი ჟურნალისტის კურიოზულ კითხვაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იურგენ კლოპმა კარლო ანჩელოტის ნაპოლი შეაფასა და სამწვრთნელო დუელზე იხუმრა
  • ფაბინიო ნაპოლისთან მატჩში პირველივე ტაიმში შეცვალეს, კლოპმა ტრავმაზე ისაუბრა

ლივერპულისა და ნაპოლის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ფრედ, 1:1 დასრულდა. იურგენ კლოპმა ნაპოლისთან გამართული მატჩი შეაფასა. გერმანელმა აღნიშნა, რომ იტალიურ გუნდთან თამაში მარტივი არასდროსაა და ნაპოლიმ ისეთი სტილი აირჩია, რომლითაც შედეგს მიაღწია.

იურგენ კლოპი: "ნაპოლისთან თამაშები ადვილი არ არის. შარშან მათი დამარცხება მოვახერხეთ, წელს კი ჯგუფში ბოლომდე ბრძოლა გვიწევს. ეს გუნდი გაიზარდა. კარლო ჭკვიანი მწვრთნელია. შესაძლოა, ახლა ისინი კარგ ფორმაში არ არიან, მაგრამ მათ კარგად ითამაშეს კონტრშეტევებზე და გაიტანეს გოლი, რის შემდეგაც აირჩიეს სტილი, რომლის მსგავსიც შეიძლებოდა კალიარისთან გამოეყენებინათ.

არ ვიცი, ვინ მოიგებდა ჩვენს შორის, ერთმანეთს რინგზე რომ შევხვდეთ. კარლოზე რამდენიმე წლით ახალგაზრდა ვარ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კრივში შევეჯიბრებოდით ერთმანეთს, იმედი მაქვს, რომ მე გავიმარჯვებდი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. ნაპოლი განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს - ლამაზსა და უცხოს.

"ენფილდზე" ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა

''ენფილდზე'' გამართულ მატჩში ლივერპულის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფაბინიომ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მინდორზე ვეინალდუმი შევიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, BT SPORT-თან ინტერვიუს დროს, კლოპმა ფაბინიოს მდგომარეობაზე ისაუბრა: ''რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრავმა სერიოზული არ იქნება. ტერფის ტრავმა ძალიან მტკივნეულია. ის რთულ მდგომარეობაში იყო და თამაშს ვერ გააგრძელებდა. არ მინდა ვთქვა, თუ რას ველოდები, რადგანაც მაინც ვფიქრობ, რომ ეს ტრავმა არც ისეთი სერიოზულია. პასუხი ხვალ ან ზეგ გვეცოდინება.''

ლივერპულს მომდევნო მატჩი პრემიერლიგაში ბრაიტონის წინააღმდეგ ელის, რის შემდეგაც ევერტონთან დაპირისპირება მოუწევს. კლოპის გუნდი ინგლისის ჩემპიონატს 37 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლესტერს 8 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები