Thumbnail
  • მსოფლიოს პროფესიულ ლიგებში დაახლოებით 80-მდე ქართველი ლეგიონერი თამაშობს
  • ამ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია
  • ვაკო გვილია ბატე-ს რიგებში ბელარუსის ჩემპიონი გახდა

თავურები

ქართული გოლები გავიდა დანიასა და ავსტრიაში. დანიურ სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზე მყოფი სილკებორგი ლიდერ ბრონდბიუს მასპინძლობდა. აუტსაიდერმა 32-ე წუთზე გახსნა ანგარიში, როცა ჩამოწოდებულს თავურით დავით სხირტლაძე დაუხვდა, მაგრამ "სილკებორგმა" ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა 1:3 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მათე ვაწაძით გაძლიერდა. 

დავით სხირტლაძის გოლი ბრონდბიუს კარში

24 წლის სხირტლაძემ ამ სეზონში სუპერლიგაში მე-3 გოლი გაიტანა. სულ სუპერლიგაში მის ანგარიშზე სილკებორგის მაისურით 10 გოლია ორ სეზონში. ამავე პირველობაზე მართალია, შინ 0:2 დამარცხდა საბა ლობჟანიძის რანდერსი სონდერისკესთან შეხვედრაში, მაგრამ ქართველი ნახევარმცველი მატჩში საუკეთესოდ დაასახელს, მან ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა.

ასევე ლიდერს გაუტანა თავური გიორგი ქვილითაიამ. რაპიდის ფორვარდი მეორე ტაიმში შემოვიდა და 9 წუთში ზალცბურგს შესანიშნავი გოლიც გაუტანა, შემდეგ კი ხელით გაიტანა, მაგრამ ეშმაკობას მიუხვდნენ და ყვითელი ბარათით დასაჯეს. ეს ქვილითაიას პირველი გოლია ავსტრიულ ბუნდესლიგაში ამ სეზონში (ორ სეზონში მერვე). რაპიდი 2:3 დამარცხდა.

გიორგი ქვილითაიას გოლი ზალცბურგის კარში

საგოლე პასები

გია გრიგალავა ამას წინათ, ეროვნულ გუნდში დააბრუნეს. ის რუსული პრემიერლიგის ტულის არსენალში ურიგოდ ნამდვილად არ თამაშობს. ამის დასტური საგოლე პასია ტოსნოს კარში. არსენალი სტუმრად 2:3 კი დამარცხდა, მაგრამ გრიგალავამ მარცხენა ფლანგიდან კარგი ჩაწოდებით სერბ გორან ჩაუშიჩს ანგარიში გაახსნევინა.

საგოლე პასი მიითვალა პოლონურ ექსტრაკლასაში მოთამაშე ლუკა ზარანდიამაც. მისმა არკამ სანდეცია 5:0 გაანადგურა, მესამე გოლი კი ლუკას პასით გავიდა სტუმართა გუნდში. 

გია გრიგალავა ისევ დამცავი ნიღბით თამაშობს

ჩემპიონობა

ბელარუსში ბატე ზედიზედ მე-12-ედ გახდა ჩემპიონი, ხოლო მისი ნახევარმცველი ვაკო გვილია - ზედიზედ მეორედ. ერთი ესაა, რომ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, რომელიც მის ნაკრებში ჩამოსვლას მოჰყვა გვილიას ბატე-ში აღარ ათამაშებენ. ქართველმა ამ სეზონში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ფაქტები

ამ უქმეებზე 16 ლეგიონერს არ მიეცა თამაშის საშუალება

4-მა ლეგიონერმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა

5-მა ქართველმა ლეგიონერმა ყვითელი ბარათი მიიღო, არავინ გაუძევებიათ

სეზონი დასრულდა ბელარუსში და უზბეკეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის, ზოგან კი ზამთრის შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები