Thumbnail
  • 18-დან 29 იანვრის ჩათვლით, საინტერესო ლექცია-სემინარები თბილისში
  • ლექცია-სემინარებს ესპანელი და ქართველი ექსპერტები გაუძღვებიან

18-დან 29 იანვრის ჩათვლით, თბილისში გაიმართება ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურსი. სპორტის მენეჯმენტის და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, ლა ლიგის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები კურსის განმავლობაში წაიკითხავენ ლექცია-სემინარებს და გაუზიარებენ მსმენელებს ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას თანამედრო სპორტის მარკეტინგის შესახებ. ლექცია-სემინარები ჯამში 40 საათს მოიცავს.

სემინარებს გაუძღვებიან:

ხოსე მოია გომესი (ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი)

ედუარდო ლეგენდრე (ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის დირექტორი) 

ვასილ ლიპარტელიანი (განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტორი, სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი) 

ანატოლი კორეპანოვი (საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეული კონსულტანტი)

შოთა გოგიტაური (სპორტ სოლუშენის დამფუძნებელი, საფეხბურთო სკოლა ლოკომოტივი თბილისის ივენთების და გუნდის მენეჯერი)

თათია ბურდული (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდის დირექტორი)

ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი, ხოსე მოია გომესი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ჯემალ ძაგანია

ლა ლიგის ბიზნეს სკოლის ექსპერტები მოიცავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ახალი მარკეტინგის აღზევება; სპორტული მარკეტინგის ევოლუცია; ლა ლიგის, როგორც გლობალური ბრენდის პოზიციონირება; ლა ლიგის, როგორც სოციალური მედიის სტრატეგია; ბიზნესის, ბრენდის და გლობალიზაციის სტრატეგია. ადგილობრივი ექსპერტები მოიცავენ შემდეგ თემებს: სტრატეგიული მართვა; სპორტული მარკეტინგი საქართველოს მაგალითზე; სპორტის მმართველობა საქართველოში. კურსები ჩატარდება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ასევე, ჰოლიდეი ინში. 

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია სპორტ სოლუშენისა და ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მეშვეობით. 
კურსის ღირებულება შეადგენს 400 ევროს ექვივალენტს ლარში. სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებისთვის 350 ევრო. წარმატებული კურსდამთავრებული მიიღებს ლა ლიგის ბიზნეს სკოლის 20%-იან ფასდაკლებას  მათი ეგიდით გამართული ნებისმიერი კურსის გასავლელად ესპანეთში. კურსის გავლის მსურველებმა რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიარონ.

კომენტარები

ბოლო ამბები