Thumbnail

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში დორტმუნდი 3:1 დაამარცხა და ნაადრევად მოიპოვა პლეი ოფის საგზური. გთავაზობთ, მატჩის შემდგომ კომენტარებს. 

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): "აქ თამაში ძალიან ძნელია. ბარსას ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა კიდევ შეგვიძლია. 

სანჩოს სკამზე დასმის გადაწყვეტილებაზე ადრეც ვისაუბრე. თამაშის ბოლო 20 წუთი მართლაც კარგი იყო, ჩვენ გავიტანეთ და ერთიც 0:2-ზე შეგვეძლო გაგვეტანა. როცა ერთ-ერთზე ლუის სუარესის ან ლეო მესის წინააღმდეგ თამაში გიწევს დაცვაში, გამარჯვებაზე ფიქრი ძალიან ძნელია".

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა): "დღეს კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და პირველებმა გავიტანეთ. ჯგუფის ბოლო მატჩშიც დავამტკიცებთ, რომ ლიდერობას ვიმსახურებთ. 700 მატჩი ბარსელონას მაისურით - მესი არ არის ნორმალური, ის უბრალოდ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია".

მარკო როისი (დორტუმნდი): "ვიცოდით, ვის ვეთამაშებოდით. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევის მესამედში ვერ ვთამაშობდით სათანადოდ. მეტი ენერგიის გამოჩენა გვამრთებდა წინ".

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "მეტოქის პრესინგს ველოდით. ამას კომპაქტური თამაში დავუპირისპირეთ, რომ მათ შორეული პასებით არ ეხეირათ. დე იონგს შეუძლია მეტოქის ხაზების გაჭრა კარგი პასებით, ის ძალიან ძლიერია. 

ლუისი და ლეო ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, ეს დრომ მოიტანა. ასე იქნება გრიზმანისა და მესის შემთხვევაშიც. რა უნდა ვთქვა ლეოს თამაშზე ახალი? ის წარმოუდგენლად მაგარია". 

კომენტარები

ბოლო ამბები