Thumbnail

ზლატანი შეურაცხყვეს - მალმიოს ფანებმა შური იბრას ძეგლზე იძიეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მალმიოში ზლატანის ძეგლს უნიტაზის რგოლი და ნაგვის პარკი ჩამოაცვეს
  • მალმიოს ფანების გაბრაზების მიზეზი, იბრას გადაწყვეტილება უნდა იყოს 

შვედური მალმიოს გულშემატკივრებმა კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი შეუარცხყვეს. მათ ქანდაკებას უნიტაზის რგოლი და ნაგვის პარკი ჩამოაცვეს, ზედ კი წარწერა დატოვეს, რომ ქანდაკება ქალაქიდან მოსაშორებელია. 

მალმიოს გულშემატკივრები ზლატანზე ძალიან გაბრაზდნენ

სავარაუდოდ, მალმიოს გულშემატკივრების გაბრაზების მიზეზი ის გახდა, რომ 38 წლის თავდამსხმელი ახლახან სხვა შვედური კლუბის, ჰამარბიუს თანამფლობელი გახდა. ჰამარბიუ და  მალმიო კი ერთმანეთს ემტერებიან.

მეტი ამ თემაზე: ‘შეთანხმება მიღწეულია’ - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი პოსტი განმარტა

ზლატანი მალმიოს აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 1999-2001 წლებში იცავდა. შვედური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში მან 18 გოლი შეაგდო.

ჰამარბიუ შვედეთის ჩემპიონატში მალმიოს მეტოქეა, სადაც იბრა კარიერის დასაწყისში თამაშობდა

ამჟამად ფორვარდი ჯერ კიდევ ამერიკული ლოს ანჯელეს გელექსის ეკუთნის, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის ბოლოს უმთავრდება. ბოლო სეზონში იბრამ MLS-ის 31 მატჩში ამდენივე გოლი შეაგდო. სავარაუდოდ, შვედი თავდამსხმელი კარიერას ისევ ევროპაში გააგრძელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა მალმიოში დაწყო, ამერიკაში გადაბარგებამდე კი აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები