Thumbnail

მარცხი 751-ე ჩოგანთან – ბოლქვაძე იტალიას დაემშვიდობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე სოლარინოში პირველივე წრეში დამარცხდა
  • ქართველი ჩოგბურთელი დეკემბერში დუბაიში ითამაშებს

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იტალიის ქალაქ სოლარინოში ზედიზედ მე-2 საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაება, თუმცა, წარუმატებლად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ WTA-ს კლასიფიკაციაში 155-ე ადგილზე მყოფმა ბოლქვაძემ გასულ კვირას მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, ამჯერად კი, პირველივე წრეში დამარცხდა.

მარიამი მე-2 ნომრად იყო განთესილი და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სარა გამბოჯისთან (იტალია) ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, მსოფლიოს 751-ე ჩოგანთან მხოლოდ 2 გეიმის მოგება შესძლო – 2:6, 0:6.

თუკი არაფერი შეიცვალა, ახლა, ბოლქვაძე მცირე პაუზას აიღებს, 9 დეკემბრიდან კი არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში დაგეგმილ ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები