Thumbnail

‘თქვენი მიზანი მხოლოდ ფულია!’ - კანელო ალვარესმა ხორხე მასვიდალს უპასუხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს ჩემპიონმა მოკრივემ ხორხე მასვიდალს მიმართა
  • კანელო ამბობს, რომ ფული მისი პრიორიტეტი არ არის

საულ ‘კანელო’ ალვარესმა ხორხე მასვიდალს მიმართა. როგორც იცით, არიელ ჰელვანის MMA-შოუში მასვიდალმა განაცხადა, რომ სურს ალვარესთან ბრძოლა, რომელიც კრივში 4 სხვადასხვა წონაში მსოფლიოს ჩემპიონია. მასვიდალი ამბობდა, რომ მას ‘კანელოს’ დამარცხება შეუძლია.

მექსიკელ მოკრივეს ჰკითხეს, რას ფიქრობს მასვიდალთან შესაძლო ჩხუბზე, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: “მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო წინადადებაა, ჩემთვის არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს. ამას მასვიდალისადმი მთელი პატივისცემით ვამბობ - მის სპორტში მე არაფერი მესაქმება და ასევე ვფიქრობ, რომ არც კრივშია MMA-ს მებრძოლების ადგილი. მართალია, კომერციული თვალსაზრისით ეს ბრძოლა ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის გამოწვევა. ეს არ არის ჩემი პრიორიტეტი,” - განაცხადა ალვარესმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ნოემბრის დასაწყისში, მექსიკელმა მოკრივემ ნახევრადმძიმე წონაში თავისი პირველი ბრძოლა მოიგო - მან WBO-ჩემპიონი სერგეი კოვალიოვი მე-11 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შედეგად, 29 წლის ალვარესი უკვე 4 სხვადასხვა წონაშია მსოფლიოს ჩემპიონი. მისი აზრით, როდესაც MMA-ს მებრძოლები მოკრივეებს იწვევენ, ამას მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ.

“ამის მიზეზია მხოლოდ ფული და არაფერი, გარდა ფულისა!” - დასძინა ალვარესმა, - “ეს არის რეალური მიზეზი. სხვა რა უნდა იყოს? კრივი რომ სურდეთ, თავიდანვე კრივში წავიდოდნენ. ერთმანეთს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. მე პატივს ვცემ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, პატივს ვცემ მათ სპორტს, მაგრამ კრივი უბრალოდ სხვა რამეა.”

წაიკითხე შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

კომენტარები

ბოლო ამბები