Thumbnail

ლიპარტელიანი V ზვიადაური – ქართველი ძიუდოისტების შერკინება იაპონიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯარჯიმ, რომელმაც სპორტსმენის კარიერა დაასრულა, ვარლამს არაფერი დაუთმო
  • ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანია, ზვიადაური კი - უზბეკთა მწვრთნელი

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი და ჯარჯი ზვიადაურის იგივე ილია ილიადისის მეგობრული შერკინებაა ასახული.

ლიპარტელიანისა და ილიადისის გზები ოსაკაში გადაიკვეთა, სადაც ჩატარებულ გრანდ სლემზე ვარლამი საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ჩავიდა, ილიასი კი, ამჟამად უზბეკეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია და მისმა შეგირდებმა საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს.

ლიპარტელიანის მიერ ატვირთული ვიდეო სასტუმროს ფოიეში უნდა იყოს გადაღებული, მაყურებელთა შორის კი კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილიც მოსჩანს, რომელიც ოსაკურ ტატამზე ასევე ვიხილეთ, თუმცა, ვარლამის მსგავსად, კვარცხლბეკზე ასვლა მანაც ვერ მოახერხა.

თუ ვინ გამოვიდა ორთაბრძოლის გამარჯვებული, თავად განსაჯეთ, ის კი ცხადია, რომ ილიადისი, რომელიც დიდი ხანია მოქმედი სპორტსმენი აღარ გახლავთ, ჩინებულ ფორმაში იმყოფება და ლიპარტელიანისთვის არაფერი დაუთმია.

კომენტარები

ბოლო ამბები