- ჭანტურიას და კბილაშვილის მეტალურგი სლოვენიელებთან დამარცხდა
- ქართველთა გუნდს მაკედონიის ჩემპიონატში მე-2 ადგილი უკავია
ქართველი ხელბურთელების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბი სკოპიეს მეტალურგი ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასს მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გამოეთიშა.

მაკედონიურ გუნდს სლოვენიურ ველენიესთან პირველი მატჩი 19:24 ჰქონდა წაგებული, შინ კი, 13:10 დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობის გაზრდა ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს (23:23) დასჯერდა. შედეგად, ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიელები გავიდნენ.
მეტალურგის შემადგენლობაში ორივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ჭანტურიამ კი სტუმართა კარს 3-ჯერ შეუტია და სამივე შემთხვევაში ზუსტი იყო.
ვთქვათ ისიც, რომ მაკედონიის ჩემპიონატში მეტალურგმა 33:31 დაამარცხა სკოპიეს ვარდარის ახალგაზრდული გუნდი და 11 მატჩში 33 ქულა აქვს.
მეტალურგი მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლექსო წითელიშვილის ოჰრიდს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა, ჭანტურიას და კბილაშვილის გუნდს თამაში მარაგში აქვს.
კომენტარები