Thumbnail

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი პსჟ-სთან მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, შემდეგ 2:0-ს უგებდა ფრანგულ კლუბს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

ბეილის საჯარიმო ბოლო წამებზე

გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს ორივე გუნდიდან:

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): "ეს არ იყო პსჟ-ს საუკეთესო თამაში, დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორც ჩვენს სტანდარტებს შეეფერება. არ იგრძნობოდა საკუთარი ძალების რწმენა და მონდომება გუნდთან, რომელმაც ბოლო წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს იყო რთული მატჩი ჩვენთვის.

მაგრამ შემდეგ ჩვენი მებრძოლი მენტალიტეტი გამოვავლინეთ - პსჟ არასდროს ნებდება! პირველი გოლის შემდეგ კი უფრო გაგვიიოლდა თამაში. კეილორ ნავასის შესანიშნავმა თამაშმა და შეცვლაზე შემოსულთა მონდომებამ მოგვიტანა ეს შემოტრიალება. ახლა კი მშვიდად უნდა ვიყოთ. 13 ქულა გვაქვს და ჯგუფიც მოგებულია".

ტუხელი ახლა უკვე მშვიდადაა

მარკო ვერატი (პსჟ): "პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ შევთავაზეთ მეტოქეს. მეორე ტაიმში უფრო მონდომებულები ვიყავით. ბევრი შანსი კი გავანიავეთ, მაგრამ ეს უკვე ნამდვილი პსჟ-ს თამაში იყო".

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ედენ აზარის მდგომარეობა დამაფიქრებელია. ეს არ არის მხოლოდ სისხლჩაქცევა, საქმე უფრო რთულადაა".

"მარკას" თუ დავუჯერებთ აზარმა ზუსტად ის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც 2017 წელს ოპერაცია დასჭირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები