Thumbnail

ოპერაცია ოიკოსი: ესპანეთის პოლიციამ პაპუნაშვილის გუნდელი ვარჯიშის წინ დააპატიმრა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის მეორე ფაზა
  • ესპანეთში 9 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის მოქმედი ფეხბურთელებიც
პიჩუ ატიენცა

ესპანეთში "ოპერაცია ოიკოსის" მეორე ფაზაში 9 ადამიანი მოყვა - მათი უმრავლესობა გარიგებული თამაშებისთვის დააპატიმრეს, ერთ-ერთი კი სარაგოსაში გიორგი პაპუნაშვილის გუნდელია.

ესპანეთის პოლიციამ "ოპერაცია ოიკოსის" მეორე ფაზა ამ დილით განახორციელა. სპეციალურმა დანაყოფმა UDEV-მა სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის, რამდენიმე მოქმედი ფეხბურთელია. 

ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული სარაგოსას 29 წლის მცველი პიჩუ ატიენცაა. ის დილით სარაგოსას ვარჯიშზე შედიოდა, როცა დააკავეს. ასევე დაპატიმრებულია ინიგო ლოპესი, დეპორტივოს ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ოპერაციის პირველი ფაზის (მაისში) დროსაც დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. 

ვალიადოლიდი-ვალენსია საეჭვო მატჩების სიაშია

ოიკოსის (ბერძნულად - სახლი) ოპერაცია 2018 წელს დაიწყო. მთავარი ეჭვის საბაბაი გასული სეზონის მატჩი იყო უესკასა და ხიმნასტიკს შორის. მაშინ ამ გარიგების მთავარი ფიგურანტები, კარლოს არანდა და რაულ ბრავო დააპატიმრეს. ასევე კითხვის ნიშნებია ლა ლიგაში ვალიადოლიდისა და ვალენსიას მატჩთან დაკავშირებითაც. 

კომენტარები

ბოლო ამბები